მმართველ გუნდში მიხეილ სააკაშვილის საკითხზე განცხადება გაკეთდა. უმრავლესობაში კვლავ აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის თქმით, აქ რაიმე ტიპის სპეკულაციები უნდა გამოირიცხოს და ეს საკითხი ექიმების საქმეა.
"ყველამ უნდა მისცეს საშუალება ექიმებს, რომ გააკეთონ თავისი საქმე. პენიტენციური ჯანდაცვა არის პასუხისმგებელი მის სამედიცინო მომსახურებაზე და ყველაფერი კეთდება, რაც კანონით და საერთაშორისო სტანდარტებით სახელმწიფოს მოეთხოვება.
აპელირება და სპეკულაციები, რომ სააკაშვილის გადაყვანა და გადმოყვანა მოხდეს, რეალურად ეს არის ექიმების საქმე და მითუმეტეს ალოგიკურია, როდესაც ახლობლები გამოდიან ვიზიტებიდან, ამბობენ რომ მისი მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, რამდენად გონივრული იქნება სადმე მისი ტრანსპორტირება მე ვერ გეტყვით," - განაცხადა თალაკვაძემ.