27 ნოემბერი 2022,   02:59
ვრცლად
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ლითონის ბოძები და მავთულხლართები დაამონტაჟეს

უკანონო ბორდერიზაცია დვანის მიმდებარე ტერიტორიაზე - რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ლითონის ბოძები და მავთულხლართები დაამონტაჟეს. ინფორმაციას საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულები არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

სუს-ის განცხადებით, საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა, მათ შორის, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს წარმოადგენს.

დღის ამბები