15 ნოემბერი 2024,   06:19
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ბონი ჯენკინთან ქვეყანაში და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილა

პრეზიდენტის შეფასებით, პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ფორმატში მსოფლიო ლიდერების შეხვედრაზე საქართველოს მონაწილეობა ადასტურებს იმას, რომ საქართველო, ევროკავშირისათვის ღირებული პარტნიორია რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერების თვალსაზრისითაც.

სალომე ზურაბიშვილი შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა. ბონი ჯენკინსთან ქვეყანაში და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო- ამერიკის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე. აღინიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი დიდ გავლენას ახდენს ჩვენი რეგიონის, ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე.

მხარეებმა განიხილეს შავი ზღვისა და კავკასიის უსაფრთხოების საკითხები და ამ პროცესებში საქართველოს როლი.

დღის ამბები