ევროპული კომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, დროა ევროპის ქვეყნების ლიდერებმა იმსჯელონ, თუ როგორ შეიძლება შეზღუდონ ენერგიის ფასების პიკი და პუტინის მიერ ენერგეტიკული ფასების მანიპულირება. ამის შესახებ მან პრაღაში მიმდინარე ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრაზე განაცხადა.
"ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. პირველად, ევროპული პოლიტიკური საზოგადოება შეიკრიბა და ეს იყო დიდი წარმატება. ვფიქრობ ეს შეხვედრა ბევრ რამეზე მეტყველებდა, რადგან აქ იყო 44 ევროპული ქვეყანა. რუსეთი არ ყოფილა. ეს აჩვენებს რუსეთის იზოლაციას. ჩვენ უკრაინა შემოგვიერთდა. რა თქმა უნდა, რუსეთის ომს აქვს გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე და ჩვენ დღესაც ვაპირებთ ამ საკითხის განხილვას. ძირითადად განვიხილავთ ენერგიის ფასებსა და ენერგიის დეფიციტის საკითხებს. ჩვენ შევავსეთ ჩვენი მარაგები 90%-ით, რაც ძალიან კარგია. ახლა დროა ვიმსჯელოთ, თუ როგორ შეგვიძლია შევზღუდოთ ენერგიის ფასების პიკი და პუტინის მიერ ენერგეტიკული ფასების მანიპულირება," - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.