15 ნოემბერი 2024,   06:29
ვრცლად
"ნაციონალურ მოძრაობაში" არის კრიზისი, რა თქმა უნდა, არის ნდობის კრიზისიც და ამ ნდობას სჭირდება თავიდან მოპოვება" - ნიკა ობოლაძე

"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება. თავის დროზე, ხალხი პირადად ჩემგან გაიგებს სრულ სიმართლეს, ვინ და რატომ არის ბინძურ კამპანიაში ჩართული, ზღვაში წვეთია ის, რაც ცოტა ხნის წინ ვთქვი - ნიკა მელიას ეს განცხადება დღეს პოლიტიკური შეფასებების თემა გახდა. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სტრატეგიული კომუნიკაციების მდივანი, ნიკა ობოლაძე პარტიის შიგნით დაპირისპირებას და კრიზისის არ უარყოფს, მათ შორის ნდობის კრიზისზე და აცხადებს, რომ ამ ნდობას თავიდან მოპოვება სჭირდება. 

"მე როგორც ვიცი, რაღაც ტიპის დაპირისპირებები იყო, თუმცა არანაირ დეტალებზე საუბარს არ ვაპირებ. რა თქმა უნდა, დაპირისპირებები ხდება, როდესაც დაძაბულობაა და კრიზისია და სწორედ ამის გადასაჭრელად არის აბსოლუტურად მნიშვნელოვანი, რომ ღია პროცესი იყოს. "ნაციონალურ მოძრაობაში" არის კრიზისი. რა თქმა უნდა, არის ნდობის კრიზისიც და  ამ ნდობას სჭირდება თავიდან მოპოვება. ამ წუთას, ნამდვილად არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიკა შეიძლება რაღაც გამარჯვების კამპანიას ჩაუდგეს სათავეში. ახლა მას აქვს ძალიან დაბალი ლეგიტიმაცია, მოქმედების ძალიან ნაკლები თავისუფლება, ის აღარ არის მაკონსოლიდირებელი ფიგურა," - ამბობს ნიკა ობოლაძე.  

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი, ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ თუკი პარტიის შიგნით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, ეს აბსოლუტურად ნორმალური პროცესია. ბაჩო დოლიძის თქმითვე, "ნაციონალური მოძრაობის" დაზიანება "ქართული ოცნების" ინტერესშია. 

"პარტიის შიგნით ძალიან შორს ვართ იმ გაგებიდან, რომ რაღაც დაპირისპირება იყოს.  ბევრი სხვადასხვა აზრი არსებობს, სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში. ყოველთვის არსებობდა და მე აბსოლუტურად ნორმალურად მიმაჩნია. ის, რასაც ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურად, ორკესტრირებული შემოტევები სხვადასხვა ფლანგიდან, რაღა თქმა უნდა, დაკვეთით ხდება. თუკი ვინმეს ინტერესშია დღეს პარტიის დაზიანება, ეს არის "ქართული ოცნება". დარწმუნებული ვარ, ბევრ სიბინძურეს აეხდება ფარდა," - ამბობს ბაჩო დოლიძე.

დღის ამბები