15 ნოემბერი 2024,   06:25
ვრცლად
"კეზერაშვილმა ძალიან იაფად, როგორც ჩამოფასებული საქონელი დახლზე გამოდებული, ისე ჩაიგდო ნაციონალური მოძრაობა ხელში" - გიორგი ცაგარეიშვილი

"ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული ვითარების შესახებ მმართველ გუნდში საუბრობენ. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ცაგარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ პარტიის შიგნით ეს დაპირისპირება კიდევ გაღრმავდეს. 

მისივე თქმით,  როგორც ჩანს, გარკვეულ დაჯგუფებას აღარ სურს ნიკა მელიას ხილვა პარტიის თავმჯდომარედ. 

"რეალურად, რა თქმა უნდა, "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირებაა და ეს დაპირისპირება სავარაუდოდ გაღრმავდება. როგორც ჩანს, გარკვეულ დაჯგუფებას აღარ სურს ნიკანორ მელიას ხილვა პარტიის თავმჯდომარედ და უნდა პირდაპირი გზა მონახოს კეზერაშვილის ჯიბემდე. ამ ფულის გულისთვის და ამ ფულით გატენილი ტომსიკის გულისთვის, თავ-პირს ამტვრევენ ერთმანეთს.

კეზერაშვილმა ძალიან იაფად, როგორც ჩამოფასებული საქონელი დახლზე გამოდებული, ისე ჩაიგდო "ნაციონალური მოძრაობა" ხელში. ახლა იბრძვიან იმისთვის, რომ იქ ამ ადამიანის ჩრდილქვეშ როგორმე მის სალაროში და მის უბეში ხელი ჩაყონ და იქიდან იქნებ ორი გროში ვინმეს გადმოუვარდეს. რომელიმე პარტიის დამპალ და ძირმომპალ ფანჩატურში იქნებ გადმოგორდეს ორი თეთრი მაინც," - აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი.

დღის ამბები