კიდევ ერთი პოლიტიკური დაპირისპირება - პარტია "საქართველოსთვის" გადაწყვეტილებით, თბილისის საკრებულოს წევრი, დავით ფარცვანია პარტიიდან გაირიცხა. ამის შესახებ ფრაქცია "თბილისი საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ ფრაქციის წევრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ზაზა თავაძის თქმით, მათი ინფორმაციით, "ქართული ოცნების" მხრიდან 20 000 დოლარის და მომავალში კარგ პოზიციაზე დასაქმების სანაცვლოდ, დავით ფარცვანიამ ფრაქცია "თბილისი საქართველოსთვის" დატოვა.
ზაზა თავაძის თქმით, ის შემჩნეული იყო "ქართულ ოცნებასა" და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან სავარაუდო ფარულ თანამშრომლობაში.
ბრალდებებს ცილისწამებლურს და აბსურდულს უწოდებს თავად ფარცვანია.
"ეს ისეთივე ბრალდებაა, როგორც გიორგი გახარია არის "კოკაინშიკი". ასე გაგრძელებით, არასწორი კომუნიკაციით და მსგავსი ტიპის ბინძური ბრალდებებით ახალგაზრდა ადამიანის მიმართ, ჩვეულებრივად თვალსა და ხელს შუა ჩამოგენგრევათ ეს პარტია," - განაცხადა ფარცვანიამ.