15 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
უმძიმესი ტვირთი ერგო და ვპირდები, რომ კიდევ უფრო დავუმძიმებ - ნათია მეზვრიშვილი პარტიიდან გარიცხულ ფარცვანიაზე

"უმძიმესი ტვირთი ერგო და ვპირდები, რომ კიდევ უფრო დავუმძიმებ, ეს გამყიდველი იყო არავინ და არაფერი, რომელიც დააფასეს, კაცად აქციეს" - წერს პარტია "საქართველოსთვის" წევრი ნათია მეზვრიშვილი პარტიიდან გარიცხული დავით ფარცვანიას შესახებ.

როგორც მეზვრიშვილი აღნიშნავს, ყოფილ თანაგუნდელს მძიმე ტვირთს კიდევ უფრო დაუმძიმებს .

"ეს გამყიდველი იყო არავინ და არაფერი, რომელიც დააფასეს, კაცად აქციეს და სუს-ზე და "ოცნებაზე" 20 000$-ად გაიყიდა. დღეს პარტიიდან გავრიცხეთ. უმძიმესი ტვირთი ერგო და ვპირდები, რომ კიდევ უფრო დავუმძიმებ," - წერს მეზვრიშვილი.

პარტია "საქართველოსთვის" გადაწყვეტილებით, თბილისის საკრებულოს წევრი, დავით ფარცვანია პარტიიდან გაირიცხა. ამის შესახებ ფრაქცია "თბილისი საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ ფრაქციის წევრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ზაზა თავაძის თქმით, მათი ინფორმაციით, "ქართული ოცნების" მხრიდან 20 000 დოლარის და მომავალში კარგ პოზიციაზე დასაქმების სანაცვლოდ, დავით ფარცვანიამ ფრაქცია "თბილისი საქართველოსთვის" დატოვა. ზაზა თავაძის თქმით, ის შემჩნეული იყო "ქართულ ოცნებასა" და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან სავარაუდო ფარულ თანამშრომლობაში. ბრალდებებს ცილისწამებლურს და აბსურდულს უწოდებს თავად ფარცვანია.

დღის ამბები