15 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
გაუგონარი ამბავია, როდესაც ადამიანს არ აძლევენ წვდომას საკუთარ ფინანსებზე - ნიკოლოზ სამხარაძე Credit Suisse-ზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-სა და ბიძინა ივანიშვილს შორის მიმდინარე დავას გამოეხმაურა.

"სასამართლო პროცესი აჩვენებს, რომ მომგებიანი პოზიცია აქვს ივანიშვილის მხარეს. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი მალე დასრულდება ისე, როგორც ამას იმსახურებენ ამ საქმის მონაწილენი. გაუგონარი ამბავია, როდესაც ადამიანს არ აძლევენ წვდომას საკუთარ ფინანსებზე," - აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.

დღის ამბები