პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი შეხვედრა უკვე დასრულებულია - ამ წუთებში შემაჯამებელი განცხადებები კეთდება.
დილიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები არაფორმალურ შეხვედრებს მართავენ. მათი თქმით, ევროპა რთული ზამთრისთვის ემზადება.
ენერგორესურსებზე ფასების დარეგულირება და უკრაინის სამხედრო გაძლიერება - ძირითადად სწორედ ეს თემები განიხილეს ახალი ინიციატივის ფარგლებში.