"მე მინდა დავამახსოვრდე როგორც სახალხო დამცველი, რომელიც იცავდა ყველა იმ პირს, რომლის უფლებების დაცვა არ იყო პოპულარული" - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში განაცხადა.
როგორც ნინო ლომჯარიამ თქვა, სურს საზოგადოებას დაამახსოვრდეს სახალხო დამცველად, რომელიც იცავდა მიხეილ სააკაშვილსაც და ყველა იმ პირს, რომლის დაცვა შეიძლება მმართველი პოლიტიკური ძალისთვის არ იყო მისაღები.
"დიახ, მე მინდა რომ დავამახსოვრდე როგორც სახალხო დამცველი, რომელიც იცავდა მიხეილ სააკაშვილის უფლებებსაც და ნებისმიერი სხვა ადამიანის უფლებებსაც, რომლის დაცვა შეიძლება მმართველი პოლიტიკური ძალისთვის არ იყო მისაღები და სასიამოვნო და დიახ, მე მინდა დავამახსოვრდე როგორც სახალხო დამცველი, რომელიც იცავდა ყველა იმ პირს, რომლის უფლებების დაცვა არ იყო პოპულარული," - აცხადებს ნინო ლომჯარია.