15 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
გიორგი გახარიას პარტიამ მძიმე ბრალდებებით დავით ფარცვანია გარიცხა, საპირისპიროს ამტკიცებს თავად თბილისის საკრებულოს წევრი

პოლიტიკური დაპირისპირებაა გიორგი გახარიას პარტიაში - გუნდმა უკვე ყოფილი წევრი "ქართულ ოცნებასთან" გარიგებაში დაადანაშაულა, მიზეზად კი დავით ფარცვანიას მიერ საკრებულოს ფრაქცია "თბილისი საქართველოსთვის" დატოვება დასახელდა. ფარცვანია დაადანაშაულეს 20 ათასი დოლარის აღებასა და სუს-თან ჩანაწერების მიტანაში.

კონკრეტულ რა ჩანაწერები მიაწოდა ფარცვანიამ "ქართულ ოცნებას", ამაზე საუბარი დღეს არ ყოფილა. გახარიას გუნდს მედიისთვის არც ბრალდების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარუდგენია.

ბრალდებების ადრესატი ამბობს, რომ ყველაფერი აბსურდი და სიცრუა. ამტკიცებს, რომ პარტია მხოლოდ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ბრიფინგის შემდეგ პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა ყოფილ თანაგუნდელს უმძიმესი ტვირთის კიდევ უფრო დამძიმებაც დაუანონსა.

ყოფილი თანაგუნდელების პარტიაში არსებული უთანხმოება არ უკვირთ "ქართულ ოცნებაში". მმართველი პარტიის წევრები დავით ფარცვანისთან თანამშრომლობას კატეგორიულად უარყოფენ და ოპონენტებს ბრალდებების დასამტკიცებლად შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენას ურჩევენ.

პარტიის დატოვებისა თუ გახარიას გუნდიდან გარიცხვის შემდეგ დავით ფარცვანია საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძობს.

დღის ამბები