პარტია "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე სახალხო დამცველის კანდიდატებს ხვდება. შეხვედრას ესწრებიან მოქმედი სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე, ასევე ქეთევან ჩაჩავა, ლელა გაფრნდაშვილი და მარიკა არევაძე.
ისინი ღონისძიების მონაწილეებს მათ გამოცდილებაზე, ხედვებზე და იმ პრიორიტეტებზე ესაუბრებიან, რაზეც ომბუდსმენად მათი არჩევის შემთხვევაში, განსაკუთრებულად გაამახვილებენ ყურადღებას.
"ამ შეხვედრის არსი არის ის, რომ გააკეთოს და შექმნას ის ასპარეზი, რომელიც წესით უნდა იყოს საქართველოს პარლამენტში. ყველა კანდიდატს უნდა მიეცეს საშუალება ხალხს გააცნონ თავი, თუ ვინ არიან და რატომ უნდათ სახალხო დამცველობა,"- აცხადებს პარტიის ”ხალხისთვის” თავმჯდომარე ანა დოლიძე.
ომბუდსმენობის კანდიდატების ხედვები კი ასეთია:
"მართალია სახალხო დამცველის არჩევა ხდება პარლამენტის მიერ, მაგრამ მანდატი მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის და რაც მეტი ჩართულობა და ხედვების წარმოდგენის შესაძლებლობა იქნება, მით უფრო კონკურენტული იქნება გარემო,"- აღნიშნავს ადვოკატი, ომბუდსმენობის კანდიდატი მარიკა არევაძე.
"აუცილებელია ერთმანეთს გავუზიაროთ ის ხედვები და პრობლემები, რაც გვაქვს ინსტიტუციის მომავალთან დაკავშირებით, ჩემთვის მნიშვნელოვანია ყველა ჩართულ მხარესთან დიალოგი, მათ შორის მაქვს პატივი ვხვდებოდე პოლიტიკურ პარტიებს. მე ღია ვარ, როგორც სამოქალაქო სექტორთან, ასევე პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგისთვის,"- აცხადებს საზოგადოებრივი პლატფორმა ”სექტორი 3”-ის თავმჯდომარე, ომბუდსმენობის კანდიდატი ქეთევან ჩაჩავა.