ნინო ლომჯარიამ სახალხო დამცველის რანგში პარლამენტში თავისი ბოლო ანგარიში შეაფასა. ნინო ლომჯარიას თქმით, ანგარიშის განხილვა საკმაოდ მწვავე იყო და მმართველი პარტიის მხრიდან ძირითადად ისმოდა კრიტიკა სახალხო დამცველის მისამართით.
"მათ ალბათ მიაჩნიათ, რომ სახალხო დამცველზე თავდასხმით გაქრება ის პრობლემები, რაზეც ვსაუბრობთ და საზოგადოება ვერ დაინახავს," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მისი თქმით, მთავარი მისი მიღწევა არის ის, რომ მან დამოუკიდებლობა ბოლომდე შეინარჩუნა.
საპარლამენტო უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ ლომჯარიას 5 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების კუთხით წვლილი არ შეუტანია. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის თქმით, სახალხო დამცველი კრიტიკას მიესალმება, თუმცა მისი მისამართით კრიტიკას თავდასხმად ნათლავს.
"როდესაც ხელისუფლების მისამართით ბრალდებები დაუსაბუთებელი და პოლიტიკურად მიკერძოებულია, ეს ქმნის ნდობისა და ხარისხის დეფიციტს," - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.