15 ნოემბერი 2024,   05:50
ვრცლად
როგორ აირჩევს მომდევნო 2 მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს - დაგეგმილ ცვლილებებზე დღეს პარლამენტში იმსჯელეს

გენერალური პროკურორის დამტკიცებას, იმ ცვლილებებით, რომელიც საყოველთაო-სახალხო განხილვისას უმრავლესობამ წარმოადგინა, 90 ხმა დასჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ დეპუტატთა სრული შემადგენლობის 3/5-ის უმრავლესობა გენერალურ პროკურორს 2-ჯერ ვერ აირჩევს, პარლამენტი მას უკვე სრული შემადგენლობის უმრავლესობით დაამტკიცებს. თუმცა, ამ შემთხვევაში, გენერალური პროკურორი თანამდებობაზე მხოლოდ ერთი წელი დაინიშნება. ცვლილებები ერთ-ერთია 12 რეკომენდაციიდან, პარალელურად, ამ საკითხის დარეგულირებას შარლ მიშელის დოკუმენტიც მოიცავდა. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი მმართველ პარტიას ეკუთვნის, ისინი ცვლილებების მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილები.

"ქართული ოცნების" მსგავსად, პროექტში სამართლებრივ ხარვეზებს ხედავენ პროკურორები, რომლებიც დღეს სახალხო განხილვაში მონაწილეობდნენ. მიუხედავად ამისა, მიაჩნიათ, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ამ ცვლილებების განხორციელება აუცილებელია, მზად არიან დეპუტატებთან დამატებითი კონსულტაციაც გაიმართოს. ამ პოზიციისგან განსხვავებულია მესამე სექტორის იმ ნაწილის შეხედულება, ვინც დღეს სახალხო განხილვას ესწრებოდა. მათ პრეტენზიები არა შინაარსის კუთხით, არამედ ტექნიკურ ნაწილში ქონდათ.

საყოველთაო განხილვაში დღეს ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი მონაწილეობდა, მათ შორის გიორგი გახარიას პარტია და ევროპელი სოციალისტები. ორივე გუნდს პოზიცია უკვე ჩამოყალიბებული აქვს.

მმართველ პარტიაში ინკლუზიურობასთან დაკავშირებულ ბრალდებებს, უსაფუძვლოს უწოდებენ. სახელისუფლებო გუნდში დღეს ის მიზეზებიც განმარტეს, რის გამოც პროექტი საკანონმდებლო ორგანოში დაინიცირდა.

პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში, დეპუტატები დღეს ქუთაისშიც იმყოფებოდნენ. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პარლამენტარები, როგორც უმრავლესობიდან, ისე ოპოზიციიდან მესამე სექტორის წარმომადგენლებსა და აკადემიურ წრეებს შეხვდნენ.

დღის ამბები