15 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
პრემიერი სააკაშვილზე - სახელმწიფო, ამ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, რომ მისი და ასევე სხვა პატიმრების ჯანმრთელობა იყოს აბსოლუტურად დაცული

ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეეხებოდა, განაცხადა, რომ სახელმწიფო, აკეთებს ყველაფერს რომ სააკაშვილის და ასევე სხვა პატიმრების ჯანმრთელობა იყოს აბსოლუტურად დაცული.

კითხვაზე - თუ მედიკოსები დაადასტურებენ, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, მზად არის თუ არა ხელისუფლება, მისცენ უფლება მისი სხვა ქვეყანაში გადაყვანაზე, პრემიერმა ასე უპასუხა:

"კონკრეტიკა გაქვთ რამე, კონკრეტული ინფორმაცია გაქვთ, რა სჭირს ბატონ სააკაშვილს? მე ვიცი რომ სახელმწიფო, ამ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, რომ მისი და ასევე სხვა პატიმრების ჯანმრთელობა იყოს აბსოლუტურად დაცული, მათი უფლებები იყოს დაცული და არავინ უნდა იყოს პრივილეგირებული," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები