ქვეყნის უმნიშნელოვანეს დოკუმენტზე, მომავალი წლის ბიუჯეტზე დღეს ერთდროულად რამდენიმე კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ.
2023 წლის ბიუჯეტში, რომელიც 21 მლრდ 302 მილიონია, დაფინანსება თითქმის ყველა უწყებისთვის გაზრდილია - მათ შორის, ეს ეხება ძალოვან სტრუქტურებს, პარლამენტს, სახალხო დამცველის აპარატსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
ოპოზიცია ბიუჯეტის პროექტში არსებულ პრობლემებზე, უმრავლესობა კი დადებით ასპექტებზე ამახვილებს ყურადღებას.