რუსთაველის თეატრში საქართველოსა და ინდოეთის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა.
საღამოს ინიციატორი ინდოეთის საელჩოსთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაცია "კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისთვის" იყო.
ღონისძიებას, რომელიც კონცერტით დასრულდა, ინდოეთის საგარეო საქმეთა და კულტურის სახელმწიფო მინისტრი, ასევე ინდოეთის ელჩი დაესწრნენ.