საპროცედურო კომიტეტზე მეორე მოსმენით დღეს რეგლამენტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. საუბარია 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთზე - აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებაზე.
ცვლილება ინტერპელაციების რაოდენობის გაზრდას ითვალისწინებს, ასევე მცირდება დრო, რა პერიოდშიც მთავრობის წევრები ვალდებული იქნებიან სადეპუტატო კითხვას უპასუხონ.