15 ნოემბერი 2024,   06:26
ვრცლად
კრემლის ბირთვული მუქარა უპასუხისმგებლო ქმედებაა - რაზე ისაუბრეს ბაიდენმა და შოლცმა

ამერიკის შეერთებული შტატები და გერმანია თანხმდებიან, რომ კრემლის ბირთვული მუქარა უპასუხისმგებლო ქმედებაა, ნაწილობრივი მობილიზაცია კი - სერიოზული შეცდომა - ინფორმაციას გერმანიის მთავრობა ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯო ბაიდენმა და გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უკრაინის ომთან დაკავშირებით ტელეფონით ისაუბრეს. ლიდერებმა "დიდი შვიდეულის" და "დიდი ოცეულის" მომავალი შეხვედრებისთვის მზადებაც განიხილეს, რომელიც ასევე უკრაინის საკითხს შეეხება.

"ბაიდენმა და შოლცმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შტატები და გერმანია განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერას და შეინარჩუნებენ სანქციებით ზეწოლას რუსეთზე," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები