05 ივლისი 2024,   23:32
ვრცლად
ახალგაზრდა კაცი, რომელმაც გუშინ თელავში 26 წლის ქალი მოკლა, მოსამართლემ მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

რატომ გაათავისუფლა გირაოს სანაცვლოდ მკვლელობაში ბრალდებული მოსამართლემ, დანაშაულის ჩადენამდე რამდენიმე დღით ადრე, მაშინ, როცა პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა - "კურიერის" ინფორმაციით, თელავში მოკლულ ქალზე ძალადობის გამო, სავარაუდო დამნაშავე, ჯერ კიდევ 4 ოქტომბერს დააკავეს, თუმცა 6-ში მოსამართლე მამუკა წიკლაურმა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

რატომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება - ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად "კურიერის" გადამღები ჯგუფი თელავში, მოსამართლის სახლში იმყოფებოდა, თუმცა უშედეგოდ. ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს დღეს ბრალი ოფიციალურად უნდა წაუყენონ. გამოძიების ინფორმაციით, 22 წლის ახალგაზრდამ სამი მცირეწლოვანი ბავშვის დედას ყელი დანით გამოჭრა.

ამასთან, მოკლულის დედა ლელა ფირანიშვილი "კურიერთან" ამბობს, რომ აწ უკვე გარდაცვლილ ახალგაზრდა ქალს შვილებთან ერთად საზღვარგარეთ სურდა წასვლა.

"მოსამართლეს არანაირად არ უნდა გამოეშვა ის გარეწარი, მით უმეტეს, რომ მივედი დაკითხვაზე, ეს ფაქტები ყველაფერი გადავშალე. იმ რისკზედაც კი მივდიოდი, რომ ეს ბავშვი მიმეყვანა და ბავშვსაც ესაუბრა, ოღონდ ის მკვლელი გარეთ არ ყოფილიყო. რატომ გამოუშვა გირაოს სანაცვლოდ?! ცოტახნით რომ იქ ყოფილიყო, ეს ცოცხალი იქნებოდა და ეს უბედური იძახდა: დე, ის რომ გამოვიდეს მე საქართველოში არ დავხვდებიო,"-ამბობს ლელა ფირანიშვილი.

ინფორმაციისთვის: მკვლელობა თელავში გუშინ მოხდა, ალაზნის ქუჩაზე, მე-12 კორპუსში მოხდა, სადაც 26 წლის ქალი 3 არასრულწლოვან შვილთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. 

დღის ამბები