15 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
ვერავინ ვერ გვეწინააღმდეგება, მათ შორის ვერც მედიასაშუალებები - გურამ მაჭარაშვილი

მოძრაობა "ხალხის ძალის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გურამ მაჭარაშვილი ამერიკულ დაფინანსებაზე მათ მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. 

მისი თქმით, მათ განცხადებებში გავრცელებულ ინფორმაციას და მტკიცებულებებს ვერავინ ეწინააღმდეგება. 

"რადგან ჩვენი განცხადებების შინაარსში ვერავინ ვერ შემოდის, ვერავინ ვერ გვეწინააღმდეგება, მათ შორის ვერც მედიასაშუალებები და მხოლოდ ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლებიან - რუსული ნარატივი, არასწორი ინფორმაცია და ა.შ. ეს კიდევ ერთი ძალიან დიდი მტკიცებულებაა იმის, რომ ჩვენს მიერ წერილებში მოხსენიებული ფაქტები არის საყოველთაოდ აღიარებული და დადასტურებული და მას უბრალოდ წინააღმდეგობას ვერ უწევენ. როდესაც საუბარი არის იმაზე, რომ კითხვებს პასუხი უნდა გასცე და ამას მონათლავ თავდასხმად, ეს სწორედ იმას ნიშნავს, რომ სწორად არ გვაქვს გაგებული რას ნიშნავს პარტნიორული ურთიერთობები," - განაცხადა მაჭარაშვილმა. 

ცნობისთვის, საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალა" მორიგ განცხადებას ავრცელებს. მოძრაობის მიერ გავრცელებული განცხადებით თანახმად, ქართულ საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, ამერიკელები საქართველოში სინამდვილეში რა თანხას და რა მიზნობრიობით ხარჯავენ. თუმცა მიუხედავად ამისა, ამერიკის ელჩი კელი დეგნანი მათ შეკითხვებს საქართველოში ამერიკული დაფინანსების შესახებ ისევ დუმილით პასუხობს.

დღის ამბები