"ქართული ოცნების" წევრის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ამერიკის დაფინანსების გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი და კარგი იქნება თუ ეს მოხდება. ამასთან, ქადაგიშვილის შეფასებით, აშშ-ის დახმარება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია.
"კარგი იქნება თუ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება უფრო ღია იქნება. როდესაც ჩვენ ვხედავთ ხოლმე რომ არასამთავრობო ორგანიზაცია მკვეთრად პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოიყენება, ეს თვითონ არასამთავრობო ორგანიზაციების ბუნებისთვის არის მიუღებელი. ზოგადად, ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მისი დახმარება არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის," - აღნიშნა "ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.