საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებულ საჰაერო იერიშს ეხმიანება. სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერზე" წერს, რომ მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას
"შემზარავი ამბავია კიევისა და სხვა ქალაქების დაბომბვა. მშვიდობიან მოსახლეობაზე განურჩეველი თავდასხმის მიზანი მათი განადგურება და შიშის დანერგვაა, მაგრამ მსოფლიომ დაინახა უკრაინელი ერის სიმტკიცე; მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას!" - წერს პრეზიდენტი.