15 ნოემბერი 2024,   06:22
ვრცლად
ამერიკელები გვაფრთხილებდნენ, რომ რუსეთი თავს დაესხმებოდა უკრაინას, ჩვენ კი არ ვუსმენდით მათ - ჟოზეფ ბორელი

კრემლის აგრესიული პოლიტიკა დაგმეს ევროპული კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა.

ევროკავშირში აცხადებენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის თავდასხმების გამო ევროპული გაერთიანება კიევის მხარდაჭერას კიდევ უფრო გააძლიერებს.

ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ კრემლმა კიდევ ერთხელ მოახდინა ვითარების ესკალაცია.  

"მისი აგრესია ახალ დონეზეა. პუტინმა გამოაცხადა სამხედრო მობილიზება პირველად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ . გამოიყენა ყალბი რეფერენდუმები, ეს კი იმისთვის, რომ საერთაშორისო საზღვრები ძალის გამოყენებით შეცვალოს . მან გააორმაგა ძალისხმევა გლობალური ენერგოსექტორის კრიზისისთვის თუმცა ჩვენ გავაძლიერებთ უკრაინის მხარ​დაჭერას , იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება,"- აცხადებს ფონ დერ ლაიენი.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ დაუჯერებელია პუტინის მზადყოფნა მსგავსი ესკალაციისთვის.

"ჩვენ ბრიუსელში არ გვინდოდა დაჯერება, რომ ომი დაიწყებოდა. ამერიკელები გვაფრთხილებდნენ, რომ რუსეთი თავს დაესხმებოდა უკრაინას, ჩვენ კი არ ვუსმენდით მათ. ჩვენ ასევე ვერ ვიფიქრებდით, რომ უკრაინა იმდენად მტკიცე და წარმატებული წინააღმდეგობისთვის იყო მზად, როგორც ამას აკეთებენ. რა თქმა უნდა, ჩვენი სამხედრო დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა მათ გვაჩვენეს ის, რისი წარმოდგენაც ჩვენ არ შეგვეძლო. ისევე როგორც ვერ წარმოვიდგენდით პუტინის მზადყოფნას მსგავსი მასშტაბის ესკალაციისათვის, მასობრივი მობილიზაციისა და ბირთვული საფრთხის გამოცხადებისთვისთვის,"- აცხადებს ბორელი.

დღის ამბები