ანტიკორუფციული მოძრაობა ამტკიცებს, რომ საქართველოში რუსეთიდან 81 ათასი ტონა სანქცირებული ნავთობპროდუქტი შემოვიდა, ორგანიზაციამ ფინანსთა სამინისტროს განცხადებით მიმართა და შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან რეაგირება მოითხოვა.
ანტიკორუფციული მოძრაობის ამ განცხადებას, სერიოზულად არ აღიქვამს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი. ოხანაშვილი მას აბსურდი უწოდა.
"რადიკალური ოპოზიციური ჯგუფის, ქვე ორგანიზაციის რაიმე ტიპის განცხადებას სერიოზულად ვერ მოვეკიდები- საერთოდ აბსურდია ამ განცხადებებზე საუბარი. არ ვიცნობ, არ მაქვს ინტერესი და ვერც იქნება ობიექტური,"-აცხადებს ანრი ოხანაშვილი.