15 ნოემბერი 2024,   06:15
ვრცლად
ენმ-ს დროს ამერიკული დახმარება იყო ბევრად მეტი, ვიდრე მას შემდეგ - დიმიტრი ხუნდაძე

მოძრაობა "ხალხის ძალის" ერთ-ერთი დამფუძნებელი დიმიტრი ხუნდაძე ამერიკულ დაფინანსებაზე მათ მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. 

როგორც ხუნდაძე აცხადებს, "ნაციონალური მოძრაობის" დროს  ამერიკული დახმარება ბევრად მეტი, ვიდრე მას შემდეგ

"ასეთი დამოკიდებულება არ არის პარტნიორული ფორმატი და ეს ჰგავს ცალმხრივ სარგებლობას, მაგალითად, ამ თანხების უდიდესი ნაწილი იხარჯება იმ არასამთავრობო სექტორზე, რომლის უდიდესი ნაწილი არყევს ქვეყანას და შესაძლოა, ფინანსური დანაკარგიც უფრო მეტი იყოს, ვიდრე ამ გზით გაღებული საქართველოსადმი, "ვითომ დახმარება".

ის, რომ არასამთავრობო სექტორი ცდილობს გააყალბოს არჩევნები და ამით "ნაციონალურ მოძრაობას" გზა გაუხსნას, მოვიდეს ხელისუფლებაში და ჩაანაცვლოს ის ხელისუფლება, რომელიც არ არის გარე დაკვეთების იოლად შემსრულებელი. სწორედ ეს არის გამოხატულება იმისა, რომ ენმ-ს დროს ამერიკული დახმარება იყო ბევრად მეტი, ვიდრე მას შემდეგ. ანუ, ისინი ეტყობა ამ დახმარების სხვა შედეგს ელოდებიან და არა იმას, რაც დადგა," - განაცხადა ხუნდაძემ. 

ცნობისთვის, საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალა" მორიგ განცხადებას ავრცელებს. მოძრაობის მიერ გავრცელებული განცხადებით თანახმად, ქართულ საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, ამერიკელები საქართველოში სინამდვილეში რა თანხას და რა მიზნობრიობით ხარჯავენ. თუმცა მიუხედავად ამისა, ამერიკის ელჩი კელი დეგნანი მათ შეკითხვებს საქართველოში ამერიკული დაფინანსების შესახებ ისევ დუმილით პასუხობს.

 

დღის ამბები