თბილისის საქალაქო სასამართლოში კულტურის მინისტრის პროცესი გადაიდო. სხდომაზე თეა წულუკიანი მოწმის სტატუსით დაიკითხა. სხდომას ორივე მხარე ესწრებოდა.
დაზარალებულის ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარე ბრალს აღიარებს. საქმე ეხება ნაციონალური მოძრაობის აქტივისტის, ქეთა გაბიანის, 12 თებერვლის ფეისბუქ პოსტს, სადაც ის თეა წულუკიანს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და ემუქრება. წულუკიანმა გაბიანის წინაღმდეგ საქალაქო სასამართლოს მიმართა. მინისტრს დაზარალებულის სტატუსი უკვე მიენიჭა.
"მე დაზარალებულის სტატუსით ვიქნები დაკითხული მოსამართლის წინაშე, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მიერ. საქმე ეხება იმ მკვლელობის მუქარას, რომელიც ჩემს წინააღმდეგ განხორციელდა ქალბატონი ქეთი გაბიანის მიერ, მიმდინარე წლის თებერვალში. ეს ჩემი საქმე მოწმობს იმას, რომ ყოველთვის აქვს აზრი სამართლებრივი პროცედურის დაწყებას. არც ლანძღვა გვიკვირს ჩვენ, არც დაკნინება და არც ვერბალური თავდასხმები, ამას შევეგუეთ, მაგრამ სიცოცხლის მოსპობის მუქარას არავინ არ უნდა შევეგუოთ,"- აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი.