უკრაინის ქალაქებში რუსეთის საჰაერო იერიშებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა.
"შეძრწუნებული ვარ რუსეთის განურჩეველი თავდასხმების გამო სამოქალაქო ობიექტებზე და უდანაშაულო ადამიანებზე კიევსა და მთელს უკრაინაში. ეს სიგიჟე უნდა შეწყდეს.მიხარია, რომ უკრაინის ქალაქებში ქართველი დიპლომატები უსაფრთხოდ არიან. ჩემი ფიქრები მათთანაა, ვინც დაბომბვის შედეგად დაშავდა," - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.