15 ნოემბერი 2024,   06:19
ვრცლად
2023 წლის ბიუჯეტში თითქმის ყველა უწყებისთვის გაზრდილია დაფინანსება - ფინანსურ დოკუმენტს დღეს რამდენიმე კომიტეტში განიხილავენ

დღეს ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე პარლამენტის რამდენიმე კომიტეტში იმსჯელებენ. 2023 წლის ბიუჯეტში, რომელიც 21 მლრდ 302 მილიონით განისაზღვრა, თითქმის ყველა უწყებისთვის გაზრდილია დაფინანსება - მათ შორის ძალოვანი სტრუქტურების, განათლების სექტორის, პარლამენტის, სახალხო დამცველის აპარატისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის.

საკანონმდებლო ორგანო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნებს შეიმუშავებს და მას უკან მთავრობას გადაუგზავნის. ოპოზიცია ბიუჯეტის პროექტში არსებულ ზედმეტ ხარჯებზე ამახვილებს ყურადღებას და ალტერნატიულ საბიუჯეტო პროექტზე საუბრობს. მმართველი გუნდი კი აცხადებენ, რომ მსოფლიოში მიმდინარე გამოწვევების ფონზე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რამაც გაზრდილი ბიუჯეტი გამოიწვია მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგი და დიდი მიღწევაა.

დღის ამბები