მმართველი გუნდი ოპონენტების ნაწილს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის ხელის შეშლაში ადანაშაულებს. მათი განმარტებით, ოპოზიციის ნაწილის მიერ ალტერნატიული კანონპროექტების შეთავაზება, 12 რეკომენდაციიდან, პირველი პუნქტის, დეპოლარიზაციის შემცირებას შეუშლის ხელს.
"ქართულ ოცნებაში" ასევე ამბობენ, რომ მათ მიერ შეთავაზებული პროექტი სრულად ემთხვევა საერთაშორისო რეკომენდაციებს და ოპოზიციას განხილვებში მონაწილეობის მიღებას ურჩევენ.
"სასურველი იქნებოდა ალტერნატიული კანონპროექტების წერას, იმ კანონპროექტებში მიეღოთ მონაწილეობა, რომელიც ამ ფორმატებში შემუშავდა. ასე როცა არ იქცევიან, ნიშნავს, რომ არღვევენ იმ პირველი რეკომენდაციის სულისკვეთებას, სადაც თვალნათლივ გვეუბნებიან, რომ ითანამშრომლეთ და დეპოლარიზაციას მორჩით. რჩება ეჭვი, რომ მათ არ უნდათ საქართველო გახდეს კანდიდატი ქვეყანა "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ ბექა დავითულიანმა.