15 ნოემბერი 2024,   06:12
ვრცლად
საგარეო საქმეთა მინისტრი შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ვიზიტად მყოფ შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტთან ირენ ქელინთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების გამო, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებსა და ურთიერთპატივისცემას.

აღინიშნა, რომ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება, პროფესიული განათლება, კლიმატის დაცვა და სხვა.

დღის ამბები