საქართველოს პრემიერ-მინისტრი შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა. ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა შვეიცარიის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მთავრობის ერთგულება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ყოვლისმომცველი პოლიტიკის მიმართ. საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს