15 ნოემბერი 2024,   06:20
ვრცლად
პუტინმა დაიწყო ომი და მანვე უნდა დაასრულოს, ლუკაშენკომ კი ბელარუსის თანამონაწილეობა უნდა შეწყვიტოს - სტოლტენბერგი

NATO უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს. ბრიუსელი ორდღიანი მინისტერიალის სამზადისშია. ალიანსის სხდომებს დაესწრება უკრაინის თავდაცვის მინისტრი. ბრიუსელში იქნება საქართველოს სამხედრო უწყების ხელმძღვანელიც.

თავდაცვის მინისტერიალის დაწყებამდე პრესკონფერენცია გამართა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. მან კიდევ ერთხელ მკაფიოდ განაცხადა, რომ კიევის მხარდაჭერა გაგრძელდება, ამასთან, შეახსენა პუტინს რომ ბირთვულ ომს არ ჰყავს გამარჯვებული.

"ჩვენი გზავნილი მკაფიოა - NATO უკრაინის გვერდით იდგება იმდენი ხანი, რამდენიც საჭირო იქნება. ეს ომი პრეზიდენტმა პუტინმა დაიწყო და მან უნდა დაასრულოს, თავისი სამხედროების უკრაინიდან გაყვანით. ასევე, პრეზიდენტმა ლუკაშენკომ უნდა შეწყვიტოს ბელარუსის ჩართვა ამ კონფლიქტში. პრეზიდენტ პუტინის შეფარული ბირთვული მუქარა სახიფათო და უპასუხისმგებლოა. რუსეთმა იცის, რომ ბირთვული ომი არ უნდა მოხდეს და მას ვერავინ მოიგებს. ჩვენ ვაკვირდებით რუსეთის ბირთვულ ძალებს. ამ დროისთვის რაიმე ცვლილება რუსეთის პოზიციაში შესამჩნევი არ არის, თუმცა ჩვენ ვრჩებით ფხიზლად. პუტინის განურჩეველი თავდასხმები ვნახეთ დღეს, გუშინ. ეს მიმართულია კრიტიკული ინფრასრუქტურის და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. ადამიანები იხოცებიან, ეს მიუღებელია. ეს პუტინის სისუსტეა, ის ბრძოლის ველზე აგებს," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 

დღის ამბები