15 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
საქართველოს და რუმინეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას - მემორანდუმი შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებასა და თანამშრომლობას ითვალისწინებს

უკრაინის საკითხი იყო რუმინეთისა და საქართველოს პრეზიდენტების განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ბუქარესტში იმყოფება, სადაც რუმინელ კოლეგასთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა უკვე გაიმართა. შემაჯამებელ ბრიფინგზე საქართველოსა და რუმინეთის პრეზიდენტებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს უკრაინას და დაგმეს რუსული აგრესია.

სალომე ზურაბიშვილმა და კლაუს იოჰანისმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას საქართველო-რუმინეთს შორის. მემორანდუმი შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებასა და თანამშრომლობას ითვალისწინებს.

"პრეზიდენტთან საუბარი მქონდა რეგიონში არსებულ ვითარებაზე. გუშინ რუსეთის სამხედრო ძალების მიერ უკრაინის ქალაქებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მორიგი სარაკეტო იერიში განხორციელდა. მსგავსი თავდასხმები მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაგმოს. მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა უნდა შეწყდეს. რუმინეთი განაგრძობს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. დღევანდელ საუბარში კიდევ ერთხელ გავუსვი რუმინეთის ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში," - განაცხადა კლაუს იოჰანსენმა.

დღის ამბები