15 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
"ნებისმიერი სახის შურისძიებაზე საუბარი ძალიან უხერხულია" - რატი იონათამიშვილი წალენჯიხის მერის ავტომობილის შესახებ   

წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას პირადი ავტომობილის დაწვას პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი ეხმაურება. მისი თქმით, ნებისმიერი სახის პოლიტიკურ ინტერესსა და შურისძიებაზე საუბარი "უხერხულია", რაც შეეხება მომხდარ ფაქტს, მისი განცხადებით, ამას გამოძიება დაადგენს.  

"თუ ვინმე არის პოლიტიკურად უინტერესო, რასაკვირველია, არის ეს პიროვნება. ამიტომ, ნებისმიერი სახის პოლიტიკური ინტერესი და შურისძიებაზე საუბარი ძალიან უხერხულია. რაც შეეხება თვითონ ფაქტს, ცხადია, ამას დაადგენს შესაბამისი უწყებები და ამ თემაზე პოლიტიკური სპეკულირება, თან იმ პოლიტიკური პარტიის მხრიდან, ვინც სპეკულირებით არის სახელგანთქმული, ცხადია, არავის არ გვიკვირს, მაგრამ გააგრძელონ ასე. სპეკულაციებით სადამდე მივიდნენ და სადამდე მიიყვანეს საკუთარი თავი და პარტია, ამას ჩვენი საზოგადოება და მათი ამომრჩეველიც ძალიან კარგად ხედავს," - ამბობს რატი იონათამიშვილი.

წალენჯიხის მერის პირადი მანქანა დამწვარია. გამოძიება 187 მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 

დღის ამბები