თბილისისა და რეგიონების თეატრებს კულტურის სამინისტრომ მიკროავტობუსები გადასცა.
2022 წლის 25 თებერვალს, 10 ერთეული მიკროავტობუსის შესყიდვაზე კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში კომპანია შპს "სენამოტორსმა" გაიმარჯვა. მიკროავტობუსების ჯამურმა თანხამ მილიონ 61 ათას 480 ლარი შეადგინა. გამოყოფილია დამატებით ერთი მილიონი, რომ 2023 წლისთვის ტრანსპორტი კიდევ 10 თეატრს გადაეცეს.