15 ნოემბერი 2024,   06:49
ვრცლად
რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსნებმა და უშიშროების სტრუქტურებმა პრობლემები, თავიანთ ტერიტორიაზე ეძებონ - გია ცაგარეიშვილი ФСБ-ს ბრალდებებს პასუხობს

რუსეთის მიერ გავრცელებულ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ მმართველ პარტიაში. ქართული ოცნების წევრი გიორგი ცაგარეიშვილი რუსეთის ხელისუფლებას ურჩევს დამნაშავე საკუთარ სივრცეში ეძებონ.

"ჩვენ არ ვაპირებთ თავი ვიმართლოთ იმაზე, რა არ მომხდარა და ხელოვნურად შევქმნათ ის პროცესი, რომლის შექმნაც სავარაუდოდ ძალიან უნდათ რუსეთის სპეცსამსახურებს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ არავითარი ასაფეთქებელი საშუალებები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არ გადაადგილდებოდა არც მანამდე, არც მას მერე. თავიანთ ევრაზიულ სივრცეში ეძებონ რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსნებმა და უშიშროების სტრუქტურებმა პრობლემები, თავიანთ ტერიტორიაზე,"- განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურის მტკიცებით ყირიმის ხიდის აფეთქების მიზნით ტვირთის გადატანაში საქართველოს მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ.

დღის ამბები