როგორ სრულდება ევროკომისიის 12 რეკომენდაცია - საკითხზე ისევ ურთიერთბრალდებები ისმის. ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. აცხადებს, რომ მმართველ გუნდს სურვილი არ აქვს 12 პუნქტი შეასრულოს და კანონპროექტები არ არის შესაბამისობაში ევროკომისიის პირობებთან.
"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, "ქართული ოცნება" 12 პუნქტის შესასრულებლად არაფერს აკეთებს, სამუშაო ჯგუფები კი არის ფარსი და თამაში.
"სამუშაო ჯგუფები, რომელიც მათ შექმნეს, ეს იყო ფარსი, მხოლოდ და მხოლოდ თამაში და მეტი არაფერი. ყველა კანონი, რომელიც დაარეგისტრირა ამ სამუშაო ჯგუფებმა წინააღმდეგობაშია 12-ვე პუნქტთან, რომელიც არის მიღებული ევროკომისიისგან. ამიტომ შევეშვათ ილუზიებს და ცრუ პროცესებში მონაწილეობას," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ხელისუფლება კი ამბობს, რომ ოპოზიციამ თავად გამოუცხადა ბოიკოტი სამუშაო ჯგუფების მუშაობას და უარი თქვა თანამშრომლობაზე.