15 ნოემბერი 2024,   06:29
ვრცლად
"ჩვენი ანგარიში არის ეფექტური, სამართლიანი და ნათელი გზამკვლევი" - ოლივერ ვარჰეის თქმით, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ ვალდებულებების შესრულებას წლის ბოლოს შეაფასებენ

საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ ვალდებულებების შესრულებას წლის ბოლოს შეაფასებენ. განცხადება გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა გააკეთა.

ოლივერ ვარჰეი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე წარდგა. მან ევროკავშირის გაფართოების 2022 წლის პაკეტზე ისაუბრა. სწორედ მოხსენების დროს ახსენა სამი ქვეყნის შეფასების ეტაპი.

"მომდევნო წელს ჩვენ გავაკეთებთ ანგარიშს 10 ქვეყანაზე, მათ შორის უკრაინაზე, მოლდოვასა და საქართველოზე. ეს იქნება ჩვენი რეგულარული ყოველწლიური გაფართოების პაკეტის ნაწილი. დამატებით 2022 წლის ბოლოს ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენს შეფასებას სამი ქვეყნის შესაძლებლობაზე, ამ შემთხვევაშიც საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ვგულისხმობ, რათა შევაფასოთ მათი ვალდებულებები წევრობისადმი. ჩვენი ანგარიში არის ეფექტური და სამართლიანი შეფასება და ნათელი გზამკვლევი, რომელიც ჩვენს პარტნიორებს შესაძლებლობას აძლევს შეაფასონ თუ რისი გაკეთება უნდა დააჩქარონ რეფორმებში ევროპისკენ მიმავალ გზაზე," - განაცხადა ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ.

საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემაც.

"რუსეთის ომისა და აგრესიის შემდეგ უკრაინაში, რომლის კულმინაციაც თებერვალში მოხდა, ევროპის კონტინენტზე ვითარება ფუნდამენტურად შეცვალა. შედეგად ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები იძულებულები გახდნენ გადაეხედათ თავიანთი მოვალეობებისთვის, მათ შორის, გაფართოების საკითხზე. ახლა უკრაინა და მოლდოვა წარმოდგენილია, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატები, საქართველოს კი მიენიჭა ევროპული პერსპექტივა," - განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.
 

დღის ამბები