15 ნოემბერი 2024,   06:21
ვრცლად
კელი დეგნანის თქმით, ბრალდებები, რომლებიც სატრანზიტო ტრაილერთან დაკავშირებით ვრცელდება, სპეკულაციურია და რეალური ინფორმაცია არავინ იცის

ყირიმის ხიდის აფეთქების რუსულ ვერსიას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი უკვე გამოეხმაურა. კელი დეგნანის თქმით, ბრალდებები რომლებიც სატრანზიტო ტრაილერთან დაკავშირებით ვრცელდება სპეკულაციურია და რეალური ინფორმაცია არავინ იცის.

ელჩის თქმით, შეერთებული შტატები უკვე წლებია ქართულ სასაზღვრო და საბაჟო სამსახურებთან აქტიურად თანამშრომლობს, რაც ამ სამსახურების ტექნიკურ აღჭურვაშიც გამოიხატება.

ამერიკის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ საქართველოს საზღვარი საიმედოდაა დაცული. დიპლომატმა დღეს, შესაბამისი სამსახურებისთვის ამერიკული დახმარების გაძლიერებაც დააანონსა.

"ეს ინფორმაცია, რუსულ მედიაშია გავრცელებული და მის ირგვლივ ბევრი სპეკულაციაა. ზუსტი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა არავის აქვს. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს საბაჟოსთან, სასაზღვრო პოლიციასთან და სანაპირო დაცვასთან უკვე ათწლეულებია და მათ ვეხმარებით ყველანაირი აღჭურვილობით, სწავლებებითა და ტრეინინგებით, რომ საკუთარი საზღვრების ღირსეულად დაცვა შეძლონ და შეაჩერონ აგრესია. ამერიკა ამ თანამშრომლობას გააგრძელებს,"- განაცხადა კელი დეგნანმა

დღის ამბები