19 მაისი 2024,   18:19
ვრცლად
ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა

ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა. შესრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.

რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა განათებისა და წყალმომარაგების სისტემა. გამწვანების სამუშაოები ჩატარდა, მოეწყო დასასვენებელი სივრცეები და საბავშვო ატრაქციონები. სულ, ვაკის პარკის განახლების პროექტი, გამწვანებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩათვლით, 33 000 000 მილიონ ლარს შეადგენს.

დღის ამბები