15 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
საქართველო გმობს რუსეთის მიერ ფსევდო რეფერენდუმის შემდეგ უკრაინის რეგიონების უკანონო ანექსიის მცდელობას და იმეორებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი - დავით ბაქრაძე

საქართველო გმობს რუსეთის მიერ ფსევდო რეფერენდუმის შემდეგ უკრაინის რეგიონების უკანონო ანექსიის მცდელობას და იმეორებს თავის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მის ტერიტორიულ წყლებზეც,- ამის შესახებ გაეროში საქართველოს ელჩმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, უკვე შვიდ თვეზე ვხედავთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დამანგრეველ შედეგებს.

"საქართველო უერთდება ევროკავშირის განცხადებას და ნება მომეცით დავამატო რამდენიმე სიტყვა - უკვე შვიდ თვეზე მეტია ჩვენ ვხედავთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დამანგრეველ შედეგებს.

უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპულთა რიცხვი და ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სხვა უხეში დარღვევები იზრდება. ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ ბოლო დროს, განზრახ მშვიდობიანი მოსახლეობისა და უკრაინის ქალაქებში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღებით. რუსეთის ფედერაცია აგრძელებს სწორედ ამ დარბაზში მიღებული რეზოლუციების უგულებელყოფას.

საქართველო გმობს რუსეთის მიერ ფსევდო რეფერენდუმის შემდეგ უკრაინის რეგიონების უკანონო ანექსიის მცდელობას და იმეორებს თავის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მის ტერიტორიულ წყლებზეც.

როგორც რუსეთის მიერ 2008 წელს ოკუპირებული ქვეყნის მუდმივ წარმომადგენელს, ნება მომეცით ვიყო მკაფიო - დროს მნიშვნელობა აქვს, სიტყვებს მნიშვნელობა აქვს და ქმედებას, რომელსაც დღეს განვახორციელებთ, მნიშვნელობა აქვს. მას მნიშვნელობა აქვს მომდევნო თაობების მომავლისთვის, გაეროს მომავლისთვის და მისი შესაძლებლობებისთვის გაუმკლავდეს და გადაჭრას მსოფლიოს ყველაზე აქტუალური გამოწვევები მომდევნო თვეებსა და წლებში. ჩვენი კოლექტიური პასუხისმგებლობაა, გავაგზავნოთ მკაფიო სიგნალი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების, გაეროს წესდების პრინციპების დასაცავად,"- განაცხადა გაეროში საქართველოს ელჩმა დავით ბარქაძემ. 

 

დღის ამბები