პარტია "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ "ღამის კურიერის" ეთერში დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ ისაუბრა.
ხვიჩიას თქმით, ეს კანონი საერთოდ არ არის საჭირო, თუ პარტიები სხვა პუნქტებზე შეთანხმდებიან.
"როდესაც ეს გვითხრეს, ანუ ეს რაღაცა გააკეთეთო, მგონი სხვა რამე იგულისხმეს და არა ის რომ "უკრაინიდან კანონი გადმოწერეთ თქვენ და ეს გამოიყენეთ იმისთვის რომ ერთმანეთს ებრძოლოთ". დეპოლარზიაცია მე ვერ წარმომიდგენია ისეთი შინაარსით გავიგოთ, რითაც "ქართულ ოცნებას" მისივე მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების დახმარებით ჩამოერთმევა ხელისუფლება. ანუ ჩვენ ვთხოვთ "ქართულ ოცნებას" მიიღოს კანონი, რითაც ისინი ხელისუფლებას დაკარგავენ, მართლა რომ დაიჯეროს ხალხმა რომ ბიძინა ივანიშვილი ჩამოშორდა "ქართულ ოცნებას" ბოლომდე და არ აინტერესებს მისი ბედი, "ქართული ოცნება" დაიშლება, ხომ ყველასთვის გასაგებია. "ქართული ოცნება" უარს კი არ ამბობს, ახლავეო ამბობს, აგერ მიდევს დაწერილი კანონპროექტიო, მოაქვს კანონპროექტი, რომელიც ისეთი არ არის როგორიც შენ გინდა. ამის თქმაც კი უხერხულია, მოწინააღმდეგეს უთხრა, მოდი იმაზე შევთანხმდეთ რომ შენ მიდიხარ და მე მოვდივარო.
ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რომ ეს საერთოდ არ გვჭირდება. თუ სხვა პუნქტებზე შევთანმხდებით, მივხვდებით, რომ არც დეოლიგარქიზაციაზე არ გვჭირდება განსაკუთრებული ძალისხმევა და არც დეპოლარიზაციაზე, ოღონდ ის დანარჩენი პუნქტები რაც არის, იქ შევძლოთ თანამშრომლობა," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.