15 ნოემბერი 2024,   06:50
ვრცლად
ირაკლი ზარქუას თქმით, დეოლიგარქიზაციის კანონის უკრაინული მოდელი, რომელიც ვენეციის კომისიის მიერ მოწონებულია, არ მოსწონს ოპოზიციას იმიტომ, რომ ეს კანონი პირდაპირ ეხება მათ დამფინანსებლებს

ოპოზიციას უნდა, რომ ამ ხელისუფლების პირობებში არ მოხდეს კანდიდატის სტატუსის მიღება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი ზარქუმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, დეოლიგარქიზაციის კანონის უკრაინული მოდელი, რომელიც ვენეციის კომისიის მიერ არის მოწონებული ახლა არ მოსწონს ოპოზიციას, ვინაიდან ეს კანონი პირდაპირ ეხება მათ დამფინანსებლებს.

ირაკლი ზარქუამ " ქართული ოცნების" დამფუძნებელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როცა ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა ჯარს, პოლიციას, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მაშინ მას ეს ადამიანები მოიხსენიებდნენ მეცენატად.

"უკრაინული მოდელი დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით, რომელიც მოწონებულია ვენეციის კომისიის მიერ, ვთარგმნეთ და წარვადგინეთ. ახლა არ მოსწონს ეს ოპოზიციას, რატომ? იმიტომ, რომ ამ კანონის მიღება პირდაპირ ეხება "ნაციონალური მოძრაობის" დამფინანსებელ ბატონ კეზერაშვილს, ეხება "ლელოს" დამფინანსებლებს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, ეხება "ჭიჭე" ვაშაძის დამფინანსებელსაც. უკვე ორმაგის სტანდარტის თამაში დაიწყეს. ბატონი ივანიშვილი უნდათ, რომ გვარი და სახელი ჩავწეროთ და მაშინ, როდესაც წინა რეჟიმის დროს ეს ადამიანი მათ გვერდით ედგა, აფინანსებდა ჯარს, ინფრასტრუქტურას, პოლიციას - მაშინ თურმე მეცენატი იყო. თურმე მაშინ კი კარგი იყო ივანიშვილი და ახლა თურმე ცუდია. კაცმა ტირანია დაამარცხა და გავიდა პოლიტიკიდან, ტელევიზიაც გააჩუქა, მაინც ვერ ისვენებენ. მათი ერთადერთი ამოცანაა, რომ ხელისუფლებაში ყველანაირი გზით მოვიდნენ.დღეს გახდა თურმე კეზერაშვილი დემოკრატიის შუქურა. ჩვენ 12 პუნქტიანი გეგმა, რაც ევროკომისიისგან მივიღეთ ფაქტობრივად ყველა კანონპროექტი გამზადებულია. ოპოზიციის მოვალეობა და ფუნქცია ის არის რომ არ ილანძღონ - დეპოლარიზაცია. ვეუბნებით მოვიდნენ, თუ რაიმე კონსტიტუციური და ადეკვატური აქვთ მოვიდნენ, ვინმემ დაუშალათ? ოპოზიციას უნდა, რომ ამ ხელისუფლების პირობებში არ მოხდეს კანდიდატის სტატუსის მიღება,"- განაცხადა ირაკლი ზარქუამ. 

დღის ამბები