15 ნოემბერი 2024,   06:48
ვრცლად
კარგი იქნებოდა, თუ აშშ-ის ელჩის მოწოდება იქნებოდა ოპოზიციის მიმართულებით, რომ მეტად იყვნენ ჩართულნი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში - ირაკლი ზარქუა

"ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ზარქუამ "ღამის კურიერის" ეთერში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადების შესახებ ისაუბრა, რომელმაც განაცხადა რომ ახლა საქართველოს ლიდერების მთელი ყურადღება უნდა იყოს მიმართული იქითკენ, რომ შესრულდეს ევროკავშირის რეკომენდაციები.

ზარქუას თქმით, "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებისკენ და უმჯობესი იქნებოდა ეს განცხადება "რადიკალური ოპოზიციისადმი" ყოფილიყო მიმართლი.

"მე მოვისმინე ქალბატონი ელჩის ეს განცხადება. კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდი აშშ-ს იმ თანადგომისთვის, მათ შორის დემოკრატიის განვითარებისთვის, ბიზნესის მხარდაჭერისთვის და ინსტიტუციების განვითარებისთვის, მაგრამ ვისურვებდი ქალბატონ ელჩს განცხადება გაეკეთებინა არამხოლოდ მმართველი პარტიისთვის, ჩვენ ისედაც ჩართულები ვართ და ის რომ ყველა კანონპროექტი მზად გვაქვს 12 პუნქტიანი გეგმის, ეს ამაზე მეტყველებს, რომ ჩვენ სერიოზულად მივუდექით ამ თემას. კარგი იქნებოდა თუ ეს მოწოდება იქნებოდა ოპოზიციის მიმართულებით, მოუწოდოს რადიკალურ ოპოზიციას, რომ მეტად იყოს ჩართული. მე მაგალითად გამიხარდებოდა, იმიტომ რომ ავტორიტეტული ქალბატონი ბრძანდება და ეს უფრო სამართლიანი იქნებოდა და ეს განცხადება, რეკომენდაცია თუ რჩევა უფრო აი ამ რადიკალურ ოპოზიციას ეკუთვნის.

ჩვენი ამოცანა არის რომ 12 პუნქტიანი გეგმა შევასრულოთ, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ და ამას ნახავს როგორც საქართველოს მოსახლეობა, ასევე ჩვენი ევროპელი პარტნიორები, შემდეგ უკვე ვნახოთ ოპოზიციის პოზიცია," - განაცხადა ზარქუამ.

დღის ამბები