15 ნოემბერი 2024,   06:23
ვრცლად
რა თანხაა დაგროვილი საპენსიო ფონდში და როგორ მიმდინარეობს პროცესი - გასული წლის დეტალურ ანგარიშს და ბოლო მონაცემებს დეპუტატებს საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი გააცნობს

ბიუჯეტზე იმსჯელებენ დღესვე ჯანდაცვის კომიტეტში, სადაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა პენსიები იქნება. რა თანხაა დაგროვილი საპენსიო ფონდში და როგორ მიმდინარეობს პროცესი? ბოლო მონაცემებს გასული წლის დეტალურ ანგარიშთან ერთად კანონმდებლებს საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი გააცნობს.

სხდომაზე იგეგმება "სტრატეგია აღმაშენებლის" მიერ ინიცირებული კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვაც - დოკუმენტის მიხედვით, პენსიონერმა თავად უნდა გადაწყვიტოს რომელ ბანკში სურს მას პენსიის აღება.

დღის ამბები