ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით მიღწეული პროგრესი და მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად მიღწეული მაღალი ეკონომიკური ზრდა იყო ირაკლი ღარიბაშვილისა და უცხოური ინვესტიციების მიმართულებით პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩევლის ვაზილ ჰუდაკის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები და საინვესტიციო პროექტები განიხილეს. აღინიშნა, რომ მსოფლიოში არსებული რეცესიის ფონზე, საქართველოს უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს და პოზიტიური მაჩვენებლების შენარჩუნება მთავრობის ეკონომიკური გუნდის პრიორიტეტია.
პრემიერ-მინისტრმა სპეციალურ მრჩეველთან შეხვედრაზე ეკონომიკური განვითარებისთვის უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მეტი ინვესტიცია ხელს შეუწყობს ეკონომიკის უფრო სწრაფ განვითარებას, რაც საქართველოს მოქალაქეებს მეტ შემოსავალს მოუტანს.