15 ნოემბერი 2024,   06:08
ვრცლად
ედიშერ გვენეტაძე ზაზა ოქუაშვილზე: "ელიზთან" დაპირისპირება და ამ ფირმის განადგურება, საკუთარი თანამშრომლების უხელფასოდ დატოვება, ასეთი "საგმირო" საქმების ფონზე, ეს სუბიექტი ბიძინა ივანიშვილს უჩივის

"ჯერ რომ მოისმინოთ ამ სუბიექტის მიერ ჩადენილი ასეთი "საგმირო" საქმენი და მერე ეცადო მის ქაღალდზე გადატანას ამას რამდენიმე ათეული ტომიც კი არ ეყოფა! და ასეთი სულიერი არსება ახლა უჩივის ლონდონის სასამართლოში ბიძინა ივანიშვილს, რაღაც მის  ინტრიგნულ ტვინში მოხარშულ გამოგონილ-აბსურდული საქმის გამო!" - ასე ეხმაურება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ზაზა ოქუაშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილის წინაარმდეგ შეტანილ სარჩელს. 

მისი თქმით საინტერესოა, როგორ შოულობდნენ და შოულობენ ასეთები მილიონებს? საკითხავი აი ეს არის?!

"დიდი ილია ამბობდა: "გაცვეთილი კაცისაგან ყველაფერია მოსალოდნელიო". ასეთთა რიცხვის მკაფიო წარმომადგენელია ე.წ. ინტრიგან-ყოვლისმკადრებელი - ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი, რომელმაც მის მიერ ჩადენილ სხვა საინტრიგო "საგმირო" საქმეებს, რომ დავანებოთ თავი  ურცხვად მიაფურთხა ათი მცნებიდან უმთავრესს "პატივი ეცი მამასა და დედასა შენსა" და საკუთარი მშობლები- მამა-გადააგდო, ხოლო დედა საკუთარი საწარმოდან ხელის კვრით გამოაგდო! ჯერ, რომ მოისმინოთ ამ სუბიექტის მიერ ჩადენილი ასეთი "საგმირო" საქმენი და მერე ეცადო მის ქაღალდზე გადატანას ამას რამდენიმე ათეული ტომიც კი  არ ეყოფა!
მათ შორის: 
1. "ელიზთან" ყოვლისშემძლე კახა თარგამაძის მეშვეობით დაპირისპირება და ამ ფირმის განადგურების მცდელობა;
2.  ასლან აბაშიძის "აღორძინების" სიით დეპუტატობა;
3. მიშასთან ვითომდაც დაპირისპირება და მიშას მიერ ოქრუაშვილის ოფისში აფერისტული ტრიუკების ჩატარება, 
4. საზოგადოების წინაშე წამებულად თავის წარმოჩენა საკუთარი ბიზნეს-ინტერესებისთვის:
5.  მეუღლისთვის კრემლში ვოიაჟის მოწყობა და ქალბატონ - ბანოვანის ოკუპანტებთან ტკბილი მასლაათი;
6. საკუთარ ტელევიზიაში ჟურნალისტების დაქირავება და შემდეგ მათი სამსახურიდან უხელფასოდ გაშვება ანუ მის ენაზე გადაგდება;
7.ვითომდაც გუშინდელი მოსისხლე მტრის სააკაშვილის საინფორმაციო ტოქსიკურ- ღრუს "მთავარისათვის" შენობის დათმობა;
8. ათასგვარი ცილისწამება მმართველი ძალისადმი:
გავაგრძელოოოო........?
და ასეთი სულიერი არსება ახლა უჩივის ლონდონის სასამართლოში ბიძინა ივანიშვილს, რაღაც მის ინტრიგნულ ტვინში მოხარშულ გამოგონილ-აბსურდული საქმის გამო!
თუმცა არ გვიკვირს და არცაა გასაკვირი, ვინაიდან თავის დროზე საქართველოში ითქვა ასეთებზე: "ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა-გულსაო!"
ამიტომაც შედეგი და შემდგარი სახეზე გვყავს!
ისე საინტერესოა, როგორ შოულობდნენ და შოულობენ ასეთები მილიონებს?
საკითხავი აი ეს არის?!"- წერს გვენეტაძე Facebook-ზე.

დღის ამბები