ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვის უფლების თაობაზე მომზადებული ანალიტიკური დოკუმენტი წარადგინა.
ავტორების განცხადებით, დოკუმენტი ეყრდნობა სხვადასხვა წყაროს. ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ პატიმრის ჯანმრთელობის განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს სასჯელის გადავადებაზე და მიხეილ სააკაშვილისთვის საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობაზე.
"თავისუფლებააღკვეთილი პირების ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობა განსაზღვრულია საერთაშორისო სტანდარტებით, ასევე ეროვნული კანონმდებლობით," - ვკითხულობთ დოკუმენტში.